ჩვენ უნდა შევძლოთ და ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც მუდმივი კონტაქტია ამომრჩევლისა არჩეულ პოლიტიკოსთან, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში ქობულეთში, საზაფხულო სკოლის მონაწილეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, მოქალაქის ვალდებულება მხოლოდ არჩევნებზე მისვლით არ მთავრდება.
"ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება.
ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს. ის საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.