საკრებულოს შუალედური არჩევნების თარიღი შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღს [8 ოქტომბერს] დაემთხვეს.
ამის შესახებ Guardian.ge-სთან საუბრისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული იყოს ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით, თუმცა ანა მიქელაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ცესკო იმსჯელებს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ უფლებამოსილება შეუწყდა რამდენიმე ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დეპუტატს. ცესკო შუალედური არჩევნების თარიღთან დაკავშირებით იმსჯელებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დანიშნავს არჩევნებს. სავარაუდოდ, საკრებულოს შუალედური არჩვენების თარიღი დაემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თარიღს. მოგეხსენებათ, არჩევნების ორგანიზება/ჩატარებას გარკვეული მატერიალური რესურსი [საქართველოს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა] სჭირდება, სწორედ ამის მინიმალიზაციის და ეკონომიის გაწევის კუთხით, სავარაუდოდ დაემთხვევა, თუმცა ამ საკითხზე ცესკო-მ უნდა იმსჯელოს“,-განაცხადა მიქელაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის საკრებულოს 3 დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, ნინო გოგუაძე და ირაკლი აბუსერიძე თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად წარადგინა. გუშინ კი მათ საკრებულოს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
რაც შეეხება ზუგდიდში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს - მერაბ ქვარაიას, რომელიც არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც ანა მიქელაძე Guardian.ge-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე ცესკო-ში ქვარაიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადი არ შესულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.