მექსიკაში პატიმრობაში მყოფი ნარკობარონის, ელ ჩაპოს 29 წლის შვილი გაიტაცეს
17-08-2016, 04:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მექსიკაში ნარკობარონის, პატიმრობაში მყოფი "ელ ჩაპოს" შვილი, 29 წლის იესო ალფრედო გაზმანი გაიტაცეს, რაც ნარკოგანგსტერებს შორის ომის შიშებს წარმოშობს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს. გაზმანის მამა მძლავრი კარტელური დაჯგუფების "სინალოას" ბოსია.

 


ჯალისკოს სახელმწიფო პროკურატურამ დაადასტურა, რომ 6 გატაცებულიდან ოთხი იდენტიფიცირებულია და მათ შორისაა 29 წლის იესო ალფრედო გაზმენი.

 


ხელისუფლების თქმით, 7 შეიარაღებული პირი წყნარი ოკეანის საკურორტო ქალაქ პუერტო ველარტაში მაღალი დონის რესტორან "ლა ლეჩეში" ორშაბათს დაახლოებით ღამის 1:00 საათზე პიკაპის ტიპის ავტომანქანებით მივიდა და მამაკაცები ქალებისაგან განაცალკევა, სანამ გატაცებას განახორციელებდა.
 

 

ახალგაზრდა გაზმანი "ელ ჩაპოს" რამდენიმე შვილიდან ერთ–ერთია, რომელიც ფულის გათეთრების ბრალდებით 2005 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 2008 წელს ფაქტების ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს.

 


მამამისი "ელ ჩაპო" ქვეყნის ჩრდილო ქალაქ ხუარეზში ფედერალურ ციხეში მაქსიმალური უსაფრთხოების ქვეშ იმყოფება, მას შემდეგ რაც გასულ წელს სატუსაღოდან გვირაბის გათხრის მეშვეობით გააღწია და იანვარში ხელახლა დაატყვევეს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი