მიხეილ მაჭავარიანი: გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია
17-08-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიხეილ მაჭავარიანი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის, ინიციატივას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე და აცხადებს, ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარნაბიჯი.

 


მაჭავარიანი განმარტავს, რომ კორცხელის დარბევის გამოუძიებლობის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტოს რეჟიმში იმყოფება და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, შესაბამისად, არც ბიუროს სხდომას დაესწრება, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივებისთვის მსვლელობის მიცემის საკითხი განიხილება.

 

 

"მართლა გაკვირვებას იწვევს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერის საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება ისეთი ადამიანისგან, როგორიც დავით უსუფაშვილია. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი დავითი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. თუ მას ასეთი ინიციატივა ჰქონდა, ჯერ ერთი, შეეძლო მხარი დაეჭირა ამ ინიციატივისათვის, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დავაყენეთ იგი ან მას დაეყენებინა ეს ინიციატივა დამოუკიდებლად და ამას არ დასჭირვებოდა 4 წელი და კოალიციიდან გაბრძანება/ გაძევება თუ გაყრა.

 

 

ეს თუ საარჩევნო პიარია, გასაგებია, თორემ დროში წარმოუდგენელია ამ ცვლილებების განხორციელება მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ, ვინაიდან საჭიროა მინიმუმ ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვა. მანაც იცის, რომ წარმოუდგენელია. ძალიან სამწუხაროა, რომ დათოსთან დაკავშირებით მიწევს ამის თქმა, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი პიარ ნაბიჯი, იმიტომ რომ, თუ ამის გაკეთება უნდოდა უსუფაშვილს, 4 წელი ბურთიც, მოედანიც, მსაჯის სასტვენიც და წითელი და ყვითელი ბარათებიც მას ედო ჯიბეში. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ეს ინიციატივა დავაყენეთ და მაშინ ვერც "რესპუბლიკელების" და ვერც კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი