ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები, ამას პრეზიდენტი და პრემიერი გადაწყვეტენ.
როგორც ანა მიქელაძემ Guardian.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რიგგარეშე არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო შემდგომ პრემიერ მინისტრი კონტრასიგნაციას ახორციელებს.
„მერის და გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ მინისტრი ახორციელებს კონტრასიგნაციას. არჩევნების თარიღის დანიშვნა უნდა მოხდეს გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა, გოგა გულორდავამ და ედიშერ თოლორაიამ, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დაასახელა, თანამდებობები დატოვეს. მათი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები წალენჯიხისა და ზუგდიდის საკრებულოებმა 10 აგვისტოს დააკმაყოფილეს.
„ქართულმა ოცნებამ“ საერთო ჯამში 5 გამგებელი წარადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად, მათ შორის არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც წარდგენილია ხარაგაულის და ბაღდადის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, რომელიც წარდგენილია ჭიათურის ოლქში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა მეშველიანი, რომელიც წარდგენილია ბოლნისის ოლქში.
"ქართულმა ოცნებამ" ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.