თურქეთი პირობითად გაათავისუფლებს 38 000 პატიმარს, რომლებიც გასული თვის სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე გასამართლდნენ, რადგანაც მისი ციხეები ახალი პატიმრებითაა გადავსებული. ამის შესახებ BBC წერს.
ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ 23 000 ადამიანი დააპატიმრეს, თუმცა მთავრობას არ უთქვამს, რომ მისი ეს ნაბიჯი ახალი პატიმრებისთვის ადგილების გათავისუფლება იყო.
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვინც თავისი მსჯავრის ნახევარი მოიხადა, და არა 2/3, გათავისუფლებას დაექვემდებარება. მისი თქმით, ეს არ შეეხებათ, განზრახ მკვლელობასა და სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულ პატიმრებს.
როგორც BBC წერს, მას შემდეგ რაც თურქეთში 2002 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია მოვიდა სათავეში, ქვეყანაში პატიმართა რაოდენობა გასამმაგდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.