საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა სამტრედია–გრიგოლეთის გზის 18.5-კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული პროექტი, დღემდე განხორციელებული საგზაო პროექტთა შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანია და მისი ღირებულება 254 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს: 18.5 კილომეტრიანი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 ხიდის, 3 სატრანსპორტო კვანძის, მიწისქვეშა გასასვლელელების, საქონლის და საველე გასასვლელების მშენებლობას.
ამ ეტაპზე გზის საფუძვლისა მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, გაიზრდება სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.