პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათი ცნობით, დასრულდა 2,5 კილომეტრი სიგრძის ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ჯამში წრიული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კილომეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მოწყობისთვის შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
• მიწის მოჭრა-დამუშავება და გატანა
• ჭაობიან მონაკვეთში მყარი საფუძვლის მოწყობა
• სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა
• გზის მოსამზადებელი კონსტრუქციის მოწყობა
• არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა და ბეტონის გზის ზედაპირის მოპირკეთება
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამასრულებელი სამუშაოები: განათების სისტემის მონტაჟი და გზის გვერდულების საბოლოო კეთილმოწყობა, გზის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი.
ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების - „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია. აღნიშნული პროექტი თბილისის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის აქტიური დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა და ხორციელდება.
თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს", – აცხადებენ თბილისის განვითარების ფონდში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.