თერჯოლის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფელ თავასაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეხვედრა გამართა
17-08-2016, 06:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ თუზის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. თავასაში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით შეხვედრა გამართა.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2016 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფ. თავასისათვის გამოყოფილია 10 415 ლარი. ამ თანხით შეძენილია 2 სანიაღვრე მილი (თითოეული 3 მ სიგრძისა და 400 მმ დიამეტრის), ხოლო დარჩენილი თანხით უნდა დაიგოს 224 კვ. მეტრი ბეტონის საფარი. გამგებელთან შეთანხმებით გადაწყდა, თუ რომელ მონაკვეთზე დაიგება გზა, კერძოდ ეს იქნება, როგორც მოსახლეობის უმეტესობა მოითხოვდა, შიდა საუბნო გზა.

 

 

შეხვედრაზე ასევე დაისვა მოსახლეობისათვის პრობლემური გაზიფიკაციის საკითხი.

 


"თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2013 წელს სააქციო საზოგადოება „საქორგგაზის“ დაკვეთით გაზიფიცირების პროექტის შედგენის დროს დაშვებული იყო შეცდომები, კერძოდ პროექტში არ იყო შეტანილი ზოგიერთი უბანი, მათ შორის სოფ. თავასა. ამის გამო ბუნებრივი აირის შეყვანა ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1 259 ოჯახში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ვინაიდან აღნიშნული საკითხის მოგვარება არ შედიოდა მის კომპეტენციაში, გასულ და მიმდინარე წელს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რის შემდეგაც მოხდა პროექტში გამოტოვებული უბნების შეტანა და საქართველოს მთავრობის №1632 დადგენილების საფუძველზე ეტაპობრივად მოხდება როგორც გამოტოვებული უბნების, ასევე მთლიანი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება", – აცხადებენ თერჯოლის მუნიციპალიტეტში.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფელ თავასის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა აღნიშნულ უბანში 1 წლის განმავლობაში გაზიფიკაციის პრობლემა მოგვარდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი