"როდესაც მერია არ მიდის ნაგავსაყრელთან, ნაგავი მოდის მერიასთან" - "თავისუფალმა დემოკრატებმა" აქცია სახელწოდებით ,,საჩუქარი თბილისის მერს" გამართა
17-08-2016, 06:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ამირან გიგუაშვილმა თბილისის მერიის წინ აქცია სახელწოდებით, ,,საჩუქარი თბილისის მერს" გამართა.

 

 

გიგუაშვილმა აქციაზე ნაგვით სავსე ყუთი დავით ნარმანიასთვის გადასაცემად მიიტანა.

 


მისი თქმით, აქციის მიზეზი გლდანის მე-8 მკ/რ-ის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა გახდა. 

 

 

,,დღეს თავისუფალი დემოკრატების ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად გლდანში, პატარა ტბის ტერიტორიაზე გვქონდა დასუფთავების აქცია. წლების განმავლობაში, მოსახლეობა ითხოვს ამ ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას, მაგრამ გლდანს პატრონი არ გამოუჩნდა. ეს არის ანიტისანიტარიის და ქვეწარმავლების ბუდე. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ყოველდღიურად არის რეალური საფრთხის წინაშე. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ დასუფთავების აქციის შემდეგ, სიმბოლურად ამ მუყაოს ყუთით წამოგვეღო პლასტიკატის ნარჩენები თბილისის მერისათვის, რათა იქნებ ახლა მაინც მიაქციოს ამ პრობლემას ყურადღება. ასეც ხდება, რომ როდესაც მერია და შესაბამისი სამსახურები არ მიდიან ნაგავსაყრელთან, ნაგავი მოდის მერიასთან. მე პირობას ვდებ, რომ 8 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, გლდანელებს სხვა პრობლემებთან ერთად დასუფთავების პრობლემაც მოუგვარდებათ და გლდანი აღარასოდეს იქნება მიტოვებული და ყურადღების მიღმა დარჩენილი რაიონი“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი