პარლამენტის ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რეგისტრაციის მიზნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, ეს არის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში გარკვეული პროცედურების გავლას საჭიროებს.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიმართვის რეგისტრაციის საკითხზე მსჯელობის მიზნით, კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცებიდან ხელმოწერების შეგროვებისთვის საინიციატივო ჯგუფს 4 თვის ვადა მიეცემა.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საქართველოს "უბლოკო სტატუსის" შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას აპირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.