ნინო გვენეტაძე: ჩემი უპირველესი მიზანია მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა
17-02-2015, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე, არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, მისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის რანგში წარდგენა საზოგადოების წინაშე მაღალი პასუხისმგებლობაა.

 

 

“ჩემი უპირველესი მიზანი ამ პოზიციაზე არის მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა, მათი უფლებების უზრუნველყოფა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში”, – განაცხადა გვენეტაძემ.

 

 

მისივე თქმით, ურთულესი გამოწვევები, რომლის წინაშეც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებების პრიორიტეტზე დამყარებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა დგას, აუცილებლად საჭიროებს სასამართლო კორპუსის თანადგომასა და მხარდაჭერას.

 

 

“სასამართლო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის განხორციელების ფონზე უნდა მოჩანდეს, როგორც მაღალი იდეალების ერთგული. ყოველი მოსამართლე ვალდებულია, იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე და მოსახლეობის ნდობის ამაღლებაზე”, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი