პოლკოვნიკმა კიკნაძემ პრეზიდენტს გონიოში იმის შესახებ უამბო, თუ როგორ ცდილობდნენ ინსტრუქტორები ზღვაში 17 მეტრის სიღრმეზე მყოფი კურსანტების გადარჩენას
17-08-2016, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გონიოში გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებისას, სიღრმითი ჩაყვინთვის დროს მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე პრეზიდენტს ესაუბრა.

 

 

თავდაცვის უწყების სპეციალური ძალების მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე აცხადებს, რომ „ერთ-ერთი დაკარგული კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა, რის გამოც გახშირებულად სუნთქვა დაიწყო და ჟანგბადი გაუთავდა“.

 


"ინსტრუქტორი ცდილობდა, რომ მისთვის მიეწოდებინა ჰაერი, მერე ანიშნებდა ერთი, ორი, სამი... რომ ესუნთქა... ანუ ვიზუალური კონტაქტი ჰქონდათ“, - განუცხადა კიკნაძემ გიორგი მარგველაშვილს.

 

 

კიკნაძის თქმით, აღნიშნული კურსანტის დასახმარებლად მეორე ინსტრუქტორიც მივიდა, თუმცა, იქამდე 17 მეტრი სიღრმიდან, სადაც სწავლება მიმდინარეობდა, კიდევ ერთი კურსანტი 5 მეტრის სიმაღლემდე აიყვანა.

 

 

„ამოიყვანა 5 მეტრის სიმაღლეზე და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს. იყო დადასტურება, რომ კარგად გრძნობდა თავს, ჰაერიც საკმარისი ჰქონდა, რის შემდეგაც ანიშნა, რომ ზევით ასულიყო, თვითონ კი წამოვიდა ქვემოთ - ზემოთ რომ ამოყოლოდა, უკვე დანარჩენებსაც დაკარგავდა და იმათაც ვერ მიეხმარებოდა“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა.

 

 

დიმიტრი კიკნაძის თქმითვე, 17 მეტრის სიღრმეზე დაბრუნებულმა ინსტრუქტორმა დაინახა, რომ კურსანტი უკვე „გაუნძრევლად იყო”.

 


“შეუმოწმა ჰაერი თუ ჰქონდა, დრო რამდენი იყო და ნელ-ნელა დაიწყო ამოყვანა, თუმცა ამოყვანა რომ დაიწყო, უკვე თვითონ ინსტრუქტორსაც გაუთავდა ჰაერი, რადგან ხან ამას აძალებდა, ხან თვითონ სუნთქავდა - ერთი რეგულატორი ჰქონდათ, ამიტომ აღჭურვილობა მოიხსნა, წამოვიდა დიდი სისწრაფით და როგორც ბიჭები იძახიან, ამოვარდა წყლიდან, რის შემდეგაც გონება დაკარგა, ღებინება და სისხლდენა დაეწყო”, - განმარტა კიკნაძემ.

 

 

მისი თქმით, მეორე დაკარგული სამხედრო სწორედ ის ბიჭია, რომელიც ინსტრუქტორს 5 მეტრის სიმაღლეზე „ამოყვანილი ჰყავდა“.

 

 

პოლკოვნიკის ინფორმაციით, თავად ინსტრუქტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. რა მოუვიდა კიდევ ერთ ინსტრუქტორს, რომელიც ასევე კურსანტის დახმარებას ცდილობდა, კიკნაძეს პრეზიდენტთან გასაუბრისას არ დაუკონკრეტებია. დაუზუსტებელი ცნობით, ჟანგბადის უკმარისობის გამო, ისიც იძულებული გახდა წყლის ზედაპირზე ამოსულიყო, რის შემდეგაც მასაც ღებინება და სისხლდენა დაეწყო.

 

 

„სწრაფად ამოსვლა მოუვიდათ, მაგრამ ისეთი არაფერი - ღებინება ჰქონდათ, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან და საავაადმყოფოში გვყავდა გადაყვანილი, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ნორმალურია“, - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი