რიო 2016-ზე, 200 მეტრზე ერთადგილიანი კანოეთი სპრინტში ზაზა ნადირაძემ საკვალიფიკაციო რაუნდი წარმატებით გადალახა და ნახევარფინალში გავიდა.
ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა, რომელსაც დებიუტი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე, საკვალიფიკაციო ეტაპზე 200 მეტრი 41.423 წამში დაფარა და 7 სპორტსმენს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.
ნახევარფინალური გამოსვლა ზაზა ნადირაძეს დღეს თბილისის დროით 17:56 წუთზე ელის. ფინალში ამჯერად 7-7 მონაწილეს შორის 2-2 საუკეთესო და ასევე შემდგომი 2 უკეთესი შედეგის მქონე სპორტსმენი გადის.
ფინალურ რაუნდში, რომელიც 18 აგვისტოს ჩატარდება სულ 8 მონაწილე მოიყრის თავს, ნახევარფინალში 21 სპორტსმენი მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.