გიორგი ახვლედიანი: „დემოკრატიული მოძრაობა“ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
17-08-2016, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

 

 

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ხელმოწერების შეგროვება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იგეგმება.

 

 

მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, პარლამენტში „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასთან“ ერთად უნდა შევიდეს.

 

 

„ჩვენ ვიწყებთ უბლოკო სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებას, თუმცა ახლა ჯერი საპროცედურო კომიტეტზეა, რომელმაც უნდა გადმოგვცეს ის ბლანკი, რომლითაც ჩვენ 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უნდა შევაგროვოთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ კომიტეტი ხვალვე მიიღებს გადაწყვეტილებას და დროის უაზროდ გაჭიმვას ადგილი არ ექნება. დიახ, ჩვენ შეგვეძლო ეს ინიციატივა გასულ წელს გაგვეჟღერებინა და ხელმოწერებიც წარგვედგინა პარლამენტისთვის, მაგრამ კოჰაბიტირებული „ოცნების“ და „ნაციონალების“ პარლამენტში უბლოკო სტატუსის ინიციატივის შეტანა მის ჩასავარდნად გაწირვას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელსაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე მოაწერს ხელს, პარლამენტში „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასთან“ ერთად უნდა შევიდეს, რათა სწორედ ჩვენ ვიყოთ ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანის გარანტი“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

 

 

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე „უბლოკო“ სტატუსთან დაკავშირებით ინიციატივა დღეს დარეგისტრირდა. ნინო ბურჯანაძის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს შესასწავლად გადაეცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი