გახდება თუა არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძე, ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება საპარლამენტო უმრავლესობაზე, რომლის წევრებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ კონკრეტული განცხადებების გაკეთებისაგან.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, პირადად მას ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ცალკეული განწყობები და მოსაზრებები საკმარისი არ არის და კანდიდატზე საერთო შეთანხმება უნდა შედგეს.
"პირადად მე, ნინო გვენეტაძის და მისი სამოსამართლეო საქმიანობას ვიცნობ. ვიცი ის პერიოდი, როცა ნინო გვენეტაძე და კიდევ რამდენიმე მოსამართლე უკანონო დევნის მსხვერპლი გახდნენ. მის პრინციპულობასაც ვიცნობ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება პერსონალური განწყობების დონეზე ვერ მიიღება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უმრავლესობის შიგნით კონსულტაციების შედეგად. საჭიროა კონსენსუსი", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
დეპუტატ გედევან ფოფხაძის აზრით კი, ჯერ კანდიდატურის პიროვნულ თვისებებზე საუბარი სწორი არ იქნება.
"უპრიანია ვიმსჯელოთ უმრავლესობის შიგნით და შევჯერდეთ ერთიან პოზიციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია უმრავლესობას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია - მხარდაჭერის ან არმხარდაჭერის, მაგრამ პოზიცია ერთიანი უნდა იყოს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და წინასწარ შევაფასო პიროვნულ თუ პროფესიულ დონეზე პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უმრავლესობამ შიდა კონსულტაციები გამართოს და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.