დავით უსუფაშვილი: მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე
17-08-2016, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, საბურთალოს #6-ე საარჩევნო ოლქში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ის შეიძლება ცოტათი უკეთესი იყოს ლევან გოგიჩაიშვილზე“.

 

 

აღნიშნულით უსუფაშვილმა ჟურნალისტის  კითხვას - როგორია „ქართული ოცნებიდან“ მისი კონკურენტის, ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკური წონა - უპასუხა.

 

 

„მგონია, რომ ცოტათი უკეთესი შეიძლება ვიყო ლევან გოგიჩაიშვილზე... 105+ არ არის გოგიჩაიშვილი. მე გუშინდელ გამარჯვებას ვულოცავ ყველას 105-ს ზევით სიმძიმეების აწევაში, ძალოსნობაში. წონა გაიზომება 8 ოქტომბერს. 8 ოქტომბერს იქნება სასწორი და იქ დაიდება ყველა და ყველაფერი - მეც, ლევანიც, სხვებიც. ლევანს ვიცნობ ძალიან ბევრი წელია. ძალიან აქტიური ახალგაზრდა იყო, ახლა უკვე აღარც ისაა მთლად ახალგაზრდა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ასე. მე ვიღებ ამ რეალობას, მე ვიღებ ამ ვითარებას და საბურთალოელებს ვპირდები, რომ ვიქნები ჩართული ამ კამპანიაში და ეს უკვე ამომრჩევლის გადასაწყვეტია, კონკრეტულად დავით უსუფაშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში თუ კონკრეტულად ლევან გოგიჩაიშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში. სადაც მიგვიჩენს ადგილს საბურთალოელი ამომრჩეველი, აი იქიდან გავაგრძელებთ შემდგომ ურთიერთობას. მე რა მგონია?! მე ჩემს თავს ვთავაზობ საბურთალოელებს, იმიტომ, რომ თუ რამე ვიცი, ვიცი სწორედ ამ ტიპის საქმე, პარლამენტში ყოფნით შემიძლია სარგებლის მოტანა, სხვებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება.

 

 

უსუფაშვილის თქმით, არჩევნები არ უნდა დავიდეს კეთილებსა და ბოროტებს შორის ან მტრებსა და გმირებს შორის ბრძოლაზე.

 

 

„ძალიან ბევრი კარგი ადამიანი იქნება წარდგენილი ოლქში, იმ კარგებს შორის უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ, ცოტათი უკეთესი“, - განაცხადა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი