„ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს - "ჩვენ მოვიაზრებთ პაატა ბურჭულაძეს, როგორც ამ ძლიერი გაერთიანების ძირითად ხერხემალს"
17-08-2016, 13:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებებში ბლოკის ლიდერები აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლის „ძირითადი ხერხემალი“ თავად პაატა ბურჭულაძე, მამუკა კაციტაძის თქმით, „გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა“ იქნება.

 


„ჩვენ ვხედავთ საზოგადოების მაღალ ნდობას პაატა ბურჭულაძისადმი, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთ, და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი გააერთიანოს მის გარშემო პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი, მძლავრი, პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელ კრიზისშიც ის დღეს იმყოფება“, განაცხადა ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

 

„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არის ის რეალობა, როდესაც პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა ეძებონ განსხვავებული ფორმები, არამედ უნდა ეძებონ თუ სად არის გადაკვეთის წერტილები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილი იქ, სადაც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ. მეორე, ეს არის ამ ქვეყანაში სიღარიბის სწრაფად დაძლევა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

„ჩნდება უნიკალური შანსი, რომ ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო გაძლიერდეს და სერიოზულ, გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამიტომაც, ის პოლიტიკური ფიგურა, გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც გახლავთ პაატა ბურჭულაძე, ჩვენ მოვიაზრებთ მას, როგორც ამ ძლიერი გაერთიანების, ასე ვთქვათ, ძირითად ხერხემალს, თუ გნებავთ ძირითად ძალას, რომლის გარშემოდაც სასურველი იქნება რომ გაერთიანდეს პროდასავლური ძალების ერთიანი ძალისხმევა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენელი. აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების სახელით კოემენტარი „რუსთავი2“-თან გიორგი პაპავამ გააკეთა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით გუნდში განიხილავენ შემოთავაზებას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 


„პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდანვე ბატონ პაატა ბურჭულაძეს ღიად აქვს დაფიქსირებული სურვილი, შედგეს თანამშრომლობა პროდასავლურ ძალებს შორის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურაბ ჯაფარიძის და ვაშაძის მიერ. ჩვენ ვთვლით, რომ კომპეტენციაზე, სუფთა წარსულზე და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი რომ მის გარშემო შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა. რაც შეეხება მათ შემოთავაზებას, ჩვენ ბატონ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით გუნდში განვიხილავთ შემოთავაზებას და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა პაპავამ.

 

 

არ არის გამორიცხული ბურჭულაძის გარშემო ჩამოყალიბებულ სავარაუდო ბლოკს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც შეუერთდეს. მისმა ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ "რუსთავი2" -ს განუცხადა:

 


"მე შემიძლიათ გითხრათ ერთი - პოლარიზებული არჩევნების ფონზე, რომელიც გველოდება წელსაც და გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე, მიმაჩნია, რომ დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება, დღეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელიც კია. თუ ასეთი გაერთიანების შექმნის რეალური შანსი იქნება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ამ იდეის მომხრე ყოველთვის იყო, მხარს დაუჭერს და მზად არის, ჩაერთოს აქტიურად. გარკვეული მუშაობები, მიუხედავად იმისა რომ არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე რჩება, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ, დრო ძალიან მცირეა დარჩენილი, მაგრამ შანსი იმისა, რომ ასეთი ერთობა შედგება, ჯერ კიდევ არსებობს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ უნდა შედგეს".

 

 

 

კომენტარები: 3
#3   ბაკური
      
ვიქრობ, ქართველებს შუღლი არ გვაწყობს, თუ აღნიშნული პარტიები გაერთიანდებიან, ცუდი არ იქნება.
18 აგვისტო 2016 01:18
#2   მერაბი
      
ვნახოთ დაველოდოთ მოვლენეაბს . ჩემი აზღით ასეთი გაერთიანება საქმეს წაადგება .
18 აგვისტო 2016 01:16
#1   ირაკლი
      
ერთ ძლიერ გუნდათ ჩამოყალიბება ძალიან კარგი იდეაა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბურჭულაძის პარტია
18 აგვისტო 2016 01:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი