ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა დაათვალიერეს.
როგორც Guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ამ ეტაპზე საბავშვო ბაღში შიდა სარემონტო და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
"სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 788 888 ლრია გათვალისწინებული. სამუშოებს შპს „ემტეემი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება", - აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.