4 ეჭვმიტანილი მებრძოლია მოკლული რუსეთის სპეციალურ ძალებთან ორმხრივი სროლებისას სანკტ პეტერბურგში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული რეიდისას.
BBC -ის ცნობით, რუსეთის კონტრ-ტერორიზმის კომიტეტმა განაცხადა, რომ მოკლული მამაკაცებიდან სულ მცირე 3 ტერორისტული თავდასხმების სერიისა და მკვლელობების მცდელობებისთვის იძებნებოდა.
ოფიციალური განცხადების თანახმად, მებრძოლებს უბრძანეს დანებებულიყვნენ, მაგრამ მას შემდეგ რაც ამაზე უარი განაცხადეს, მათ ცეცხლი გაუხსნეს და ლიკვიდირებულ იქნენ.
რუსეთი ჩრდილო კავკასიაში დიდი ხანია ტერორიზმს ებრძვის. მაგრამ, როგორც BBC -ის მოსკოვის კორესპონდენტი სარა რეინსფორდი ამბობს, ეჭვმიტანილი ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ რეიდები სანკტ-პეტერბურგში იშვიათად ხდება.
მოკლულებიდან სამის ვინაობა კონტრ-ტერორიზმის კომიტეტმა წინასწარ გამოაქვეყნა, ისინი არიან: ზალიმ შებზუხოვი, ასტემირ შერიევი და ვიაჩესლავ ნიროვი.
კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული სამი მამაკაცი, ჩრდილო კავკასიიის რეგიონში, ყაბარდო-ბალყარეთში „მიწისქვეშა ტერორისტული“ ორგანიზაციის ლიდერები იყვნენ.
ოპერაცია მას შემდეგ წამოიწყო, რაც მძიმედ შეიარაღებულმა ჩაფხუტებიანმა უსაფრთხოების ძალებმა დღისით 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ალყა შემოარტყეს. საცხოვრებელი კორპუსიდან ევაკუაცია არ განხორციელებულა, მაგრამ კონტრ-ტერორიზმის კომიტეტმა განაცხადა, რომ სამოქალაქო პირებიდან არავინ დაშავებულა.
კონტრ-ტერორიზმის კომიტეტის თქმით, ბინაში იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები იპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.