"ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს": სირიის სახელმწიფო ციხეებში დაახლოებით 18 000 ადამიანი გარდაიცვალა 2011–15 წლებში – "ამნისთი ინტერნეშენალი"
18-08-2016, 00:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიაში სამთავრობო საპატიმროებში მყოფი დაახლოებით 18 000 ადამიანი დაიღუპა 2011–15 წლებში – ამტკიცებენ, რომ პატიმრების ცემისა და გაუპატიურების შედეგად. აღნიშნულ ინფორმაციას BBC "ამნისთი ინტერნეშენალზე" დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

"ამნისთის" თქმით, მისი დოკუმენტები მოიცავს "წამებას გადარჩენილ" 65 პატიმართან ინტერვიუებს. ისინი აღწერენ შემაძრწუნებელ შეურაცხყოფას ციხეებსა და დაკავების ცენტრებში.

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი დაჟინებით მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას ზეწოლა განახორციელონ დამასკოზე, რათა მან დაასრულოს წამების გამოყენება.

 

 

სირიის მთავრობამ კი არაერთხელ უარყო მსგავსი ბრალდებები.

 

 

ანგარიში – "ის ანგრევს ადამიანს": წამება, დაავადება და სიკვდილი სირიის ციხეებში – "ამნისთიმ" ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

 

 

ჯგუფი მიიჩნევს, რომ მთელი სირიის მასშტაბით პატიმრობაში მყოფი 17 723–ზე მეტი ადამიანი 2011 წლის მარტსა, როდესაც პრეზიდენტ ბაშარ ალ–ასადის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო, და 2015 წლის დეკემბერს შორის პერიოდში გარდაიცვალა. ეს ყოველდღიურად დაახლოებით 10 ადამიანია, ანუ 300–ზე მეტი თვეში, აცხადებენ "ამნისთიში".

 

 

დაკავებულები ციხეში მიყვანისთანავე ხშირად ხდებიან სასტიკი ცემის ობიექტები ციხის დაცვის მხრიდან. ეს შეუარაცხყოფა ცნობილია, როგორც "მისალმების წვეულება".

 

 

ეს ხშირად მოყვება "უსაფრთხოების შემოწმებებს", როდესაც დაცვის მამრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან განსაკუთრებით ქალების გაუპატიურებას და სექსუალურ დანაშაულს აქვს ადგილი, აღნიშნავს "ამნისთი".

 

 

"ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. მათ უნდოდათ ადამიანები ყოფილიყვნენ რაც შეიძლება სასტიკი", – განუცხადა დაკავებულმა სამერმა "ამნისთის".

 

 

"მე ვნახე სისხლი, ის მდინარესავით მოედინებოდა... მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ადამიანის მოდგმა ასეთ დაბალ დონეზე დაეშვებოდა... მათ არ ჰქონდაღთ პრობლემა ნებისმიერ წუთს მოვეკალით, ნებისმიერი რამის გამო", თქვა მან.

 

 

მეორე პატიმარმა, ზიადმა (ეს მისი ნამდვილი სახელი არაა) აღწერა თუ როგორ მოკვდა 7 ადამიანი ერთ დღეში, მას შემდეგ, რაც დაკავების ცენტრში განიავების სისტემამ მუშაობა შეწყვიტა.

 

 

"ისინი გვირტყამდნენ ჩვენ, რომ გაეგოთ, ვინ იყო გარდაცვლილი და ვინ არა", –განაცხადა ზიადმა.

 

 

"ათწლეულების განმავლობაში, სირიის მთავრობის ძალები იყენებენ წამებას, როგორც საშუალებას მათი ოპონენტების ჩასახშობად", – განაცხადა "ამნისთის" ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის დირექტორმა ფილიპ ლუთერმა.

 

 

"დღეს ეს ხორციელდება, როგორც სისტემატური და ფართოდ გავრცელებული თავდასხმა, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ყველა იმ პირისადმი, რომელიც ეჭვმიტანილი შეიძლება იყოს მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებაში", დაამატა მან.

 

 

"ამნისთი" და ადამიანის უფლებების დამცველი სხვა ჯგუფები აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატების და რუსეთის მხრიდან, რომლებიც სირიის კრიზისის სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილეები არიან, ამ განცხადებებისადმი დაუყოვნებელი განხილვებია საჭირო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი