პაატა ბურჭულაძის პარტიასთან ვაშაძის, ჯაფარიძის და კაციტაძის საარჩევნო ბლოკი"ახალი არჩევანი“ გაერთიანების საკითხზე შეხვედრას გამართავს
18-08-2016, 02:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ გაერთიანების საკითხზე შეხვედრას გამართავს.

 

 

ამ წუთებში პაატა ბურჭულაძის ოფისში იკრიბებიან.

 

 

„ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის პარტიას ბლოკში გაერთიანებას სთავაზობს.

 

 

„ახალი არჩევანის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძეს აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს.

 

 

„ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას იმ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს, რომელ კრიზისშიც დღეს იმყოფება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

ზურაბ ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ პაატა ბუჭულაძის პარტიასთან მათ აქვთ გადაკვეთის წერტილები იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

„ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არის ის რეალობა, როდესაც პოლიტიკურმა ძალებმა არ უნდა ეძებონ განსხვავებული ფორმები, არამედ უნდა ეძებონ თუ სად არის გადაკვეთის წერტილები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს გადაკვეთის წერტილი იქ, სადაც ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის საქართველოს სვლა ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ. მეორე, ეს არის ამ ქვეყანაში სიღარიბის სწრაფად დაძლევა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.   

 

 

მამუკა კაციტაძის თქმით, პაატა ბურჭულაძე ამ გაერთიანების ძირითადი ხერხემალი იქნება.

 

 

„ჩნდება უნიკალური შანსი, რომ ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო გაძლიერდეს და სერიოზულ, გადამწყვეტ ფაქტორად იქცეს ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამიტომაც, ის პოლიტიკური ფიგურა, გავლენიანი, წონადი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც გახლავთ პაატა ბურჭულაძე, ჩვენ მოვიაზრებთ მას, როგორც ამ ძლიერი გაერთიანების, ასე ვთქვათ, ძირითად ხერხემალს, თუ გნებავთ ძირითად ძალას, რომლის გარშემოდაც სასურველი იქნება რომ გაერთიანდეს პროდასავლური ძალების ერთიანი ძალისხმევა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი