დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ახალგაზრდული დღეები - 2016’’ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ.
პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობის წახალისებას, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას.
"ახალგაზრდული დღეები-2016’’ საზეიმოდ გაიხსნა ქ. დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ფოტოგამოფენით. პროგრამის ფარგლებში, თითოეული დღე დატვირთული იყო სხვდასხვა კულტურული, სპორტული, შემეცნებითი და ინტელექტუალური ღონისძიებებით; ორგანიზებული იყო, აგრეთვე, სათავგადასავლო ტური ,,ჯომარდობა’’ ფშავის არაგვზე. ახალგაზრდები დაბანაკებულები იყვნენ სოფელ ჩინთში, კეთიმოწყობილ სასტუმრო ,,ანუნაკში’’, სადაც უზრუნველყოფილი იყო დასვენებისა და გართობის ყველა პირობა", – აცხადებენ განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში.
დასკვნით დღეს ახალგაზრდული დღეები დაიხურა კონცერტით, რომელშიც ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემსრულებლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.