რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დასუფთავდა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, რომელთაც განსაკუთრებით ხშირად სტუმრობს ადგილობრივი და ჩამოსული მოსახლეობა. დასუფთავების აქცია არ იქნება ერთჯერადი სახის და პერიოდულად განხორციელდება ყველა მუნიციპალიტეტში.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს საზოგადოებას: ,, ნუ დავაბინძურებთ გარემოს, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.