პაატა ბურჭულაძე ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის ბლოკთან შეხვედრის შემდეგ: მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს
18-08-2016, 03:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანდება თუ არა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

 

 

ამის შესახებ ჟურნალისტებს პაატა ბურჭულაძემ აღნიშნული ბლოკის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

 

 

ბურჭულაძის თქმით, მისი პარტიისა და ბლოკის წევრებს შორის იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, გაგრძელდება შიდაპარტიული კონსულტაციები და საღამოს გახდება გადაწყვეტილება ცნობილი.

 

 

მისივე თქმით, საკუთარ პარტიასა და ბლოკ „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან“ შეხების ბევრი წერტილი აქვს.

 

 

„ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

 

 

„ახალი არჩევანის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ შეთავაზება გუშინდელ ბრიფინგზე გააჟღერეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი