რამაზ საყვარელიძე: "ნდობის მანდატის" მოპოვების შემთხვევაში, ბურჭულაძისა და ვაშაძე–ჯაფარიძის საარჩევნო ბლოკის შესაძლო ალიანსი არჩევნებში 25%-მდე აიღებს
18-08-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძეს ბლოკის ჩამოყალიბებას სთავაზობს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ბლოკში გაერთიანება პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის, შესაძლოა, ხელსაყრელიც იყოს.

 

 

საყვარელიძე აცხადებს, რომ ბურჭულაძის პარტია "შინაგანად თუ განზრახვით" "ნაციონალური მოძრაობის" იდენტური ორიენტაციის მატარებელი იყო. აქედან გამომდინარე, მისივე აზრით, "გირჩთან" და "ახალ საქართველოსთან" გაერთიანება და "ხმების შეერთება" უფრო მომგებიანია, ვიდრე "ხმების გაყოფა". როგორც საყვარელიძემ Guardian.ge-ს განუცხადა, იმ შემთხვევაში თუ ალიანსი შედგება და "ნდობის მანდატს" მიიღებს საზოგადოებისგან, საპარლამენტო არჩევნებში მათი მონაპოვარი 25%-მდე იქნება.

 

 

"პაატა ბურჭულაძის პარტიამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რომლის შედეგადაც ამ ბლოკში გაწევრიანება მისთვის შეიძლება უფრო ხელსაყრელი იყოს. ის ნაბიჯები რომ არ გადაედგა დასაწყისში, მაშინ მას სხვა პოზიცია ექნებოდა. ბურჭულაძემ პირველივე გამოსვლებში დაახლოებით ისეთივე ტიპის ოპოზიციონერობა, ოპონენტობა გაუწია "ქართულ ოცნებას", როგორსაც უწევდა "ნაციონალური მოძრაობა" - იგივე აქცენტებით, იგივე ფორმულირებებით ზოგ შემთხვევაში და ა.შ აღნიშნულმა კი გაამყარა ვარაუდი, რომ განზრახვით თუ შინაგანად ბურჭულაძის პარტია დაახლოებით იმავე ორიენტაციისა, როგორიც "ნაციონალური მოძრაობა". მით უმეტეს, სერიოზული კრიტიკა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ ბურჭულაძეს არცერთხელ არ წამოსცდენია.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი ძალიან ფართო გაგებით ამ სიტყვის, არის აგრეთვე ბურჭულაძის ელექტორატი. ისევე როგორც "გირჩისა" და "ახალი საქართველოს" ელექტორატი პრინციპში არის "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი. თუ ბურჭულაძემ ისედაც გადაწყვიტა ამ ელექტორატზე გასვლა, გამოვა, რომ "გირჩი" და ბურჭულაძე ერთმანეთს ხმებს გაუყოფენ. ამიტომ ურჩევნიათ შეერთება რომ მათი ხმებიც შეერთდეს. დღეს გამოიკვეთა ბურჭულაძის პრონაციონალური სახე - ამიტომ არის უფრო მომგებიანი ხმები შეაერთონ და არა გაყონ", - აღნიშნა საყვარელიძემ.

 


საყვარელიძის შეფასებით, ბლოკის ლიდერების განცხადებები, რომ პარტიების გაერთიანება მათი საერთო ღირებულებებისა და დასავლური ორიენტაციის გამო უნდა მოხდეს, მხოლოდ პიარფორმულირებაა.

 

 

"ქართული ოცნებისთვის" კონკურენციის გაწევა შეიძლება მათი რეალური მიზანი არც იყოს. მათი რეალური მიზანი შეიძლება იყოს ის, რომ დაძლევენ თუ არა ეს პარტიები იმ მიუღებლობას, რაც არის საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ და მოიპოვებენ თუ არა ნდობის ახალ მანდატს. ამ თვალსაზრისით, თუკი ასეთი რამ მოახერხეს, ანუ წაიღეს მთელი "ნაციონალების" ელექტორატი და გაუჩინეს ნდობა სხვა ამომრჩევლებსაც, რომლებიც ბურჭულაძის პარტიასა თუ "გირჩს" ირჩევენ რეიტინგების გაზომვის დროს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ავიდნენ 25%-ზე.

 


რაც შეეხება საგარეო ხედვებს, ამ პარტიებს აქვთ პროდასავლური ორიენტაცია და არ აქვს "ქართულ ოცნებას", რომელმაც ენერგიული ნაბიჯები გადადგა ევროპისკენ, უამრავ რამეს ხელი მოაწერა და შეუერთდა? პიარფორმულირება ერთია და რეალური ფორმულირება მეორე, ზოგადად, ქვეყნის საგარეო კურსისა და ორიენტაციის. ამ ბლოკის ეს იდეა პიარფორმულირებად მიმაჩნია მაინც, - განუცხადა საყვარელიძემ Guardian.ge-ს.

 

 

მოძრაობამ "სახელმწიფო ხალხისთვის" საარჩევნო ბლოკისგან, რომლის შემადგენლობაშიც "გირჩი", "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" შედიან, გაწევრიანების შესახებ შეთავაზება გუშინ ოფიციალურად მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი