პაატა ბურჭულაძის პარტია ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დატოვა
18-08-2016, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა, ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ პინაიშვილმა დატოვა.

 

 

პინაიშვილის განცხადებით, პარტიის დატოვების მიზეზი მოძრაობის  ხელმძღვანელობის მიერ „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან  გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებაა.

 

 

„პარტიის ხელმძღვანელობა შემჩნეულია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან აქტიურ კავშირში. ისინი ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს გაერთიანებაზე „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან. მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ისნის #8 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი, არავის ჩავუყენებივარ საქმის კურსში „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებთან, „გირჩთან“ და „ახალ საქართველოსთან“ გაერთიანების შესახებ და არც აზრი უკითხავს არავის. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ავანტურასთან პაატა ბურჭულაძის სახით. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე მე და ჩემი თანაგუნდელები ვემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და ავანტიურისტულ დამოკიდებულებას, რის გამოც ვტოვებ ჩემს გუნდთან ერთად აღნიშნულ პარტია“,-განაცხადა მან და ასევე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, პარტიის ხელმძღვანელობას გააჩნია საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება თანამშრომლების მიმართ.

 

 

როგორც ზურაბ პინაიშვილი აცხადებს, მან პარტიაში 180-მდე ადამიანი მიიყვანა და მათ უმრავლესობას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.

 

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა. პარტიის რიგები თბილისში, ისნის #10 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა, იოსებ ხიმშიაშვილმაც დატოვა. 

 

 

კომენტარები: 8
#8   ეკა
      
ვინც შიშს და ცდუნებას ვერ უძლებს ყველა გარბის ფაქტი სახეზეა,ასეთი სუსტი ხალხი კი ბატონ პაატას არ ჭირდება
18 აგვისტო 2016 07:13
#7   ნიკკა
      
წამსვლელი უნდა წავიდეს.
18 აგვისტო 2016 06:19
#6   ია
      
ბურჭულაძეს ახალი და უკეთესი კადრები შეემატება.
18 აგვისტო 2016 06:05
#5   sali
      
სუსის ზეწოლას ვინც ვერ უძლებს ის პარტიას ნამდვილად ვერ გამოადგება. ამიტომაც წავიდნენ სულ კარგად იყვნენ.
18 აგვისტო 2016 05:46
#4   მერაბი
      
გამიდველების ადგილი პაატასთან არ არის , დროზე მიიღეთ გადაწყვეტილება და წადით
18 აგვისტო 2016 05:02
#3   ირაკლი
      
1 ცავა 100 მოვა, თან ისეთი პარტიას გვერდში რომ დაუდგება
18 აგვისტო 2016 05:01
#2  თორნიკე
      
მოღალატეების ადგილი პარტიაში არაა.და იმ ხალხის ვინც პარტიის იდეოლოგიას არ იზიარებს
18 აგვისტო 2016 04:53
#1   თამარი
      
მოღალატე Xიმშიაშვილი, პარტია კიარ დატოვა მიუხვდნენ ჩანაფიქრს და გააგდეს პარტიიდან
18 აგვისტო 2016 04:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი