ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძის პარტიასთან შეხვედრის შემდეგ: ერთნაირად ვხედავთ იმ საფრთხეებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს
18-08-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საარჩევნო ბლოკის  „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე კონსულტაციები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხედვები აქვთ მათ საერთო.

 

 

ამის შესახებ ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

ჯაფარიძის თქმით, მათი პოზიციები დაემთხვა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი საფრთხეებიდან არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს რაც შეიძლება სწრაფი სვლა ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ.

 

 

„ჩვენ რეალობიდან ვაფასებთ მოვლენებს და ერთნაირად ვხედავთ იმ საფრთხეებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ასევე დაემთხვა ჩვენი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი ამ საფრთხეების არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს რაც შეიძლება სწრაფი სვლა ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ. ასევე ქვეყანაში უნდა გატარდეს რადიკალური რეფორმები, რათა დავძლიოთ სიღარიბე. ამაშიც ემთხვევა ჩვენი მოსაზრებები. ასევე ვისაუბრეთ განსხვავებებზე - ტექნიკური დეტალები არსებობს, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციები გრძელდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

 

 

გაერთიანდება თუ არა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი