საარჩევნო ბლოკის „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიასთან ეკონომიკური, საგარეო კურსისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხედვებთან დაკავშირებით არის თანხვედრა.
ამის შესახებ ვაშაძემ პაატა ბურჭულაძისა და „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ხედვებთან დაკავშირებით არის თანხვედრა, ეკონომიკური, საგარეო კურსისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. გრძელდება სამუშაო პროცესი, დღის ბოლოს, საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიგებთ თუ რა ტიპის თანამშრომლობა იქნება საარჩევნო თვალსაზრისით. გაერთიანება, ძალების კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს მიდგომები და ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, ვისაც რეალურად უნდა საქმის კეთება“, - განაცხადა ვაშაძემ.
გაერთიანდება თუ არა პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საარჩევნო ბლოკთან სახელწოდებით „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.