გონიოში, ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახების წევრები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ისინი თავდაცვის სამინისტროსგან ცხედრების დროულად პოვნას მოითხოვენ.
„იმ პერიოდებში გამოცხადებული იყო, რომ ზღვაში არ უნდა შესულიყო ხალხი. ყველა გაფრთხილებული ვიყავით ტელევიზიით. იმას უნდა ჰქონოდა „ბაწარი“ და ისე უნდა ჩაეყვანათ წყალში. ის იყო სტუდენტი. დასპეცებული ხომ არ იყო? ჩვენ ვითხოვთ, რომ ინახოს ის - ცხედარი მაინც ჩაგვაბარონ. თუ არ ჩაგვაბარებენ ცხედარს, ჩავკეტავთ გზას და არც ერთი მანქანა არ წავა თბილისში“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ ერთ-ერთი დაკარგული სამხედროს ბებია გულნარა მჟავანაძემ.
შავ ზღვაში მყვინთავთა კურსის ორ კურსანტს უკვე მესამე დღეა ეძებენ.
სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმიური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა.
სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.