მსოფლიო აქციებმა მოიმატა, დოლარის ფასი კი დაეცა და ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა – მას შემდეგ რაც ხუთაშაბათს, შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ბოლო შეხვედრამ აჩვენა პოლიტიკის შემქმნელების დაყოფა იმასთან დაკავშირებით, გაიზარდოს თუ არა საპროცენტო განაკვეთი მალე. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.
ფედერალური რეზერვის ოფიციალური პირებისგან ბოლოდროინდელი კომენტარები განაკვეთის კიდევ ერთი ზრდის შესახებ შესაძლოა უკვე მომავალ თვეს შევიდეს ძალაში, მაგრამ კომიტეტის შიგნით თავშეკავებულობამ ბაზრებს შვება მოჰგვარა.
ევრო დოლართან მიმართებაში 0.3 პროცენტით მაღალია და ის 1.1320 დოლარიდან 7 კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე ავიდა და 1.13285 აშშ დოალრი შეადგინა და თვით შესუსტებული ფუნტი სტერლინგის ფასიც კი 1.30 დოლარზე მაღლა არის აწეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.