ლევან იზორია: ყველა უწყება მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ ჩვენს ამერიკელ და თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ სამძებრო სამუშაოები
18-08-2016, 06:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტრო ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შავ ზღვაში ინტენსიურად მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაცია არც ღამით წყდება.

 

 

ადგილზე მობილიზებულია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა შესაბამისი ქვედანაყოფი. სამძებრო ღონისძიებებში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

 

 

ქართული მხარის თხოვნით, სამხედრო-სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო აშშ-ის ევროპული სარდლობა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სამსახური. ღონისძიებების განსახორციელებლად თურქეთიდან, დღეს დილის 2 საათზე კიდევ ერთი ხომალდი დაიძრა, რომელიც შესაბამისი პერსონალითაა დაკომპლექტებული და სამძებრო აპარატურითაა აღჭურვილი. გუშინ კი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სანაპირო დაცვის პირველი კატარღა 9-კაციანი ეკიპაჟით შემოვიდა და სამუშაოებში ჩაერთო.

 

 

„ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თქვენ იცით, რომ მთელი ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუსვენებლად მუშაობდნენ ჩვენი ამერიკელი კოლეგები. შემდეგ ჩაერთვნენ ასევე, თურქები. კატარღა უკვე შემოვიდა, ხვალ დილას კი ჩვენს ტერიტორიულ წყლებში ყველანაირი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი თურქული ხომალდიც შემოვა, რათა მეტი ინტენსივობით გაგრძელდეს სამუშაოები. ყველა უწყება, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აბსოლუტურად მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა ჩვენს თურქ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ ეს სამძებრო სამუშაოები“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

სამძებრო სამუშაოები პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი თავდაცვის მინისტრს. ღონისძიებების უშუალოდ გაცნობის მიზნით, ლევან იზორია გუშინ გონიოში გაემგზავრა და პირად შემადგენლობას ახალი მითითებები მისცა. თავდაცვის მინისტრი სამხედროების ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ დამხარება აღუთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი