საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი დაიწყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"ოფიციალურ შეხვედრებზე განხილულ იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ასევე საქართველოს ძალისხმევა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. აგრეთვე იგეგმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მთავარი მიმართულებებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივების განხილვა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ვიქტორია ნულანდი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. იგი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, ხვალ კი ერევანში გაემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.