სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს მედიის წარმომადგენლებთან მორიგი კომენტარი გააკეთა.
„მე მშობლებს სიტყვა მივეცი და პირადად ვაკონტროლებ ჩვენი ჯარისკაცების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებსა და გამოძიების მიმდინარეობას. ბუნებრივია, საზოგადოებასაც ვპირდები ამას. როგორც კი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით რაიმე დეტალი ცნობილი გახდება, მოვახსენებ უშუალოდ საზოგადოებას, მათ შორის მშობლებსაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში.
სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაწყებისთანავე პირად კონტროლზე აიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.