გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო 9 პუნქტით დაწინაურდა
18-08-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გლობალური ინოვაციების ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველო 9 პუნქტით დაწინაურდა და მსოფლიოს 128 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ქაშიბაძემ ჟურნალისტებს ტექნოპარკში გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 


„ეს არის ძალიან კარგი ფაქტი, რადგან საქართველო შევიდა იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც სწრაფი განვითარება განახორციელეს ინოვაციების მიმართულებით და აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ბევრ პარამეტრში მოხდა ქვეყნის მონაცემების გაუმჯობესება. ჩვენ გავუსწარით ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ბრაზილია, ყაზახეთი, ინდოეთი და ასევე სხვა ქვეყნები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის 2015 წლის მონაცემები. დარწმუნებულები ვართ, რომ 2016 წლის მონაცემები, რომელიც შემდეგ წელს შეჯამდება, საქართველოს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოუტანს გლობალურ ინოვაციების ინდექსში“ - აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.

 


მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, აქვთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

 


„საქართველოს მთავრობა ახორციელებს აქტიურ კაპიტალდაბანდებებს და დიდ ყურადღებას აქცევს ქვეყანაში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ორი წლის წინ დაფუძნდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ამის შემდეგ მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში ინოვაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას - იხსნება ლაბორატორიები უნივერსიტეტების ბაზაზე, ხორციელდება სპეციალური პროგრამები უნარების გადამზადების მიმართულებით, საქართველოში გაიხსნა პირველი ტექნოლოგიური პარკი, ასევე მიმდინარეობს პროგრამა „სტარტაპ საქართველო.“ ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პოზიციები გლობალურ რეიტინგებში, მათ შორის ამ რეიტინგში, გაუმჯობესდა“ - განაცხადა ქაშიბაძემ. მისივე თქმით, სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელდა მომავლის პროფესიების მიმართულებით ტრენინგების ჩატარება, რომლის საფუძველზეც გადამზადდა 5000-მდე ახალგაზრდა, ასევე 2015 წლის განმავლობაში მოხდა 17 ინოვაციური სტარტაპისთვის გრანტების გაცემა, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 750 000 ლარს. ამის საფუძველზე მოხდა ინოვაციური კომპანიების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგიერთი ქართული ინოვაციური პროდუქტის ექსპორტზე გატანა.

 


გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, კორნელის უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა INSEAD 2007 წლიდან აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი პროფესიონალებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და სხვა პირებისთვის წამყვან ინსტრუმენტს წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე ინოვაციების განვითარების ხარისხის იდენტიფიცირებისთვის.

 


მთლიანობაში ინდექსის მიხედვით ფასდება ეკონომიკური რეფორმები, ინსტიტუციური რეფორმები, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები, ასევე კვლევების და განვითარების ხარისხი, თუ რამდენად ინტენსიურად ხდება კვლევების კომერციალიზაცია და რამდენად დიდი ინვესტიცია იდება კვლევებსა და განვითარებაში. ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კრეატიული ინდუსტრიების განვითარება, კრეატიული პროდუქტების ექსპორტი და სხვა მონაცემები. მისი განცხადებით, ჯამში, ეს არის კომპლექსური ქმედებები ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებისთვის და საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა ამ კუთხით.

 


ირაკლი ქაშიბაძის შეფასებით, მომავალი წლის ინდექსში შევა მონაცემები, რომელიც ასახავს წელს განხორციელებულ და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმებს. „ეს არის პროგრამა „სტარტაპ საქართველო“, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ასევე ბიოტექნოლოგიების ცენტრზე მიმდინარე მუშაობა, წელს გახსნილი და მოქმედი რვა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ინოვაციებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ქვეყნის სხვა რეგიონებში, ასევე მინიტექნოპარკის პროექტი და ინოვაციების ცენტრების შექმნა ბიბლიოთეკების ბაზაზე, რომლებიც აუცილებლად აისახება მომავალი წლის ინდექსში“ - აღნიშნა ქაშიბაძემ.

 


გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდ კომპონენტისგან შედგება. ესენია: ინსტიტუციონალური რეფორმები, რომელიც მოიცავს ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოს, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინოვაციების ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარების დონე, ცოდნა და ტექნოლოგიები, ბიზნესის განვითარების დონე და შემოქმედებითი მიღწევები. 2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის პირველ ხუთეულში შევიდა შვეიცარია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ფინეთი.

 

 

 

კომენტარები: 107
#107   Jessica
      
References:


Same day payout casino payid https://prpack.ru/user/attackstore47/
21 ნოემბერი 2026 09:21
#106   Kathryn
      
References:


Recommended payid casinos hyperlabthailand.com
19 ნოემბერი 2026 16:08
#105   Margarito
      
References:


Casino paypal dgoj españa jugar juegos de casino
con paypal
18 ნოემბერი 2026 05:53
#104   Lawerence
      
References:


Limite ricarica paysafecard casino giocare alle slot con paysafecard
14 ნოემბერი 2026 15:19
#103   Javier
      
References:


Neosurf slots australia neosurf casino promotions
australia
14 ნოემბერი 2026 13:28
#102   Helaine
      
References:


Neosurf casino app australia neosurf casino promotions australia
14 ნოემბერი 2026 04:10
#101   Arlen
      
References:


Siti roulette postepay bbs.wj10001.com
13 ნოემბერი 2026 16:03
#100   Pat
      
References:


Trustly Casino Promo Code Trustly Auszahlung Casino
12 ნოემბერი 2026 09:18
#99   Susannah
      
References:


Neosurf casino match bonus australia anonymous neosurf casinos
10 ნოემბერი 2026 20:15
#98   Vera
      
References:


Instant
payid withdrawal casino australia real money no deposit bonus
instant payid withdrawal casino australia real money no deposit bonus
10 ნოემბერი 2026 10:33
#97   Steffen
      
References:


1 minimum deposit casino australia payid bbs.wj10001.com
10 ნოემბერი 2026 06:26
#96   Damian
      
References:


Pokies no deposit dancewiki.site
10 ნოემბერი 2026 04:27
#95   Ginger
      
References:


Paysafe minimum deposit casino canada http://www.jzq5.cn/space-uid-480805.html
9 ნოემბერი 2026 14:33
#94   Iona
      
References:


Top rated muchbetter casinos greecestudies.site
8 ნოემბერი 2026 09:50
#93   Denny
      
References:


MiFinity deposit casino Australia MiFinity vs Skrill casino Australia
29 ოქტომბერი 2026 21:09
#92   Nestor
      
29 ოქტომბერი 2026 12:43
#91   Rickey
      
References:


Best payid pokies australia low deposit payid pokies
29 ოქტომბერი 2026 09:25
#90   Jewel
      
References:


BPay pokies real cash md.sigma2.no
27 ოქტომბერი 2026 11:25
#89   Laurene
      
References:


Baccarat MiFinity casino AU nomadwiki.space
27 ოქტომბერი 2026 07:23
#88   Gladis
      
References:


MiFinity casino instant play Australia pad.froscon.org
22 ოქტომბერი 2026 15:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი