სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა სუბელიანის განცხადებას ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში, 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის სტატუსი პატიმრებზე ზეწოლის შესახებ, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა.
უწყების ცნობით, სუბელიანს პატიმრების ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, არც ერთი კონკრეტული გვარი და ფაქტი არ დაუსახელებია.
უწყება და თავის მხრივ, გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლის გზით საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ კობა სუბელიანის მიერ წინასაარჩევნოდ პატიმრების ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში 13 აგვისტოს გამოქვეყნდა კობა სუბელიანის ანალოგიური შინაარსის სტატუსი, რომლის გამოქვეყნებიდან დაუყოვნებლივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის დავალებით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ბატონ კობა სუბელიანს ტელეფონით დაუკავშირდა და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეხვედრა შესთავაზა. დეპუტატმა თბილისში არყოფნის მიზეზით, შეხვედრა 15 აგვისტოსთვის გადადო. ამასთან, სუბელიანს სატელეფონო საუბრისას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან რომელიმე პირის ვინაობა, მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მამისგან შეიტყო.
კობა სუბელიანმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოცხადება 15 აგვისტოს ნაცვლად, მხოლოდ გუშინ, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს შეძლო. აღნიშნულ შეხვედრაზეც მან არ დაასახელა არც ერთი კონკრეტული გვარი და ფაქტი. როგორც სატელეფონო საუბრისას, ისევე სამინისტროში შეხვედრის დროს, დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის მამისგან მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგან მამა თავს იკავებს, თითქოს, შვილის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის და უარყოფითი შედეგის შიშის გამო. ასევე, ზოგადია ინფორმაცია, სუბელიანის თქმით, ე.წ მაყურებლის იმერეთის მხარეში მდებარე ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებაც. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული პირის ვინაობა, მათ შორის, მისი თქმით, ე,წ მაყურებლის გვარიც არ დასახელებულა და არც ის, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა სუბელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ბატონ კობა სუბელიანთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ შედგენილია შესაბამისი ოქმი, რომელსაც დეპუტატი თავად აწერს ხელს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დეპოლიტიზებული უწყებაა და თავის მხრივ, გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლის გზით საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას. სამინისტრო მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევანი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ უფლების შეზღუდვას საკუთარი საქმიანობის არეალში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამასთან, მიმართავს საზოგადოებას, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვდრებზე მსჯავრდებულთა შესახებ მსგავსი თემებით მანიპულირებას შეეცდება, დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
სუბელიანი განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, რომელიც ციხეებში წინასაარჩევნოდ პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებს შეეხებოდა.
„ციხეებში, წინასაარჩევნოდ პატიმრებზე და ე.წ. მაყურებლებზე ზეწოლა დაიწყო, რომ მათ თავიანთ ოჯახის წევრებს დაავალონ იმუშაონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, შეუგროვონ ხმები. ამასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ. სასჯელაღსრულების მინისტრის დავალებით დამირეკა გენერალური ინსპექციის უფროსმა, რომელმაც მთხოვა შეხვედრა, შედგა ჩვენი შეხვედრა, ვუთხარი ყველაფერი და ეს შეხვედრა გაფორმდა ოქმით, მან რა თქმა უნდა, უარყო ამის შესახებ, ასევე თქვა, რომ აუცილებლად ჩაატარებს მოკვლევას და დაიწყებს გამოძიებას. მინდა მივმართო იმ ოჯახებს, პატიმრების იმ მშობლებს, რომლებსაც ასეთი ცრუ დაპირებებით ატყუებენ, პირდებიან სასჯელის განახევრებას და არჩევნების მერე პატიმრობიდან განთავისუფლებას - ეს არის წინასაარჩევნო ტყუილი, ნუ წამოეგებით ამ ინფორმაციას და ნუ გაუწევთ დათვურ სამსახურს ხელისუფლებას, რომელმაც 2016 წლის 8 ოქტომბერს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა სუბელიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.