წყალმომარაგების კომპანიიდან 2 მილიონზე მეტი ლარის მითვისებისთვის თამარ ფხოველიშვილს ბრალი წარედგინა
17-02-2015, 05:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100 %-იანი წილობრივ მფლობელობაში მყოფი შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" 2013-2014 წლების ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშების ირგვლივ გამოძიების ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური სამსახურის ყოფილ უფროსს თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, მისი მეუღლე კი დაპატიმრებულია.

 

 

2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან შევიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 21 დეკემბერიდან 2015 წლის 1 იანვრამდე თამარ ფხოველიშვილი შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობდა ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და განკარგავდა კომპანიის თანხებს, მასვე ჰქონდა ორგანიზაციის ყველა ანგარიშზე სრული წვდომა.

 

 

2013 წლის დასაწყისში თამარ ფხოველიშვილმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განიზრახა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება. მან დანაშაულებრივი განზრახვა გაანდო მეუღლეს - ზურაბ ნუცუბიძეს, რომელთან ერთადაც ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. ისინი შეთანხმდნენ, რომ თანხის მისათვისებლად სხვადასხვა პერიოდში გამოიყენებდნენ როგორც თამარ ფხოველიშვილის სახელზე გახსნილ პირად ანგარიშს, ასევე ზურაბ ნუცუბიძის მიერ ფორმალურად, მესამე პირებზე დარეგისტრირებული ორგანიზაციებისა და მისსავე სახელზე დარეგისტრირებული ფირმის ანგარიშებს, რომლებზეც წყალმომარაგების კომპანიის ანგარიშიდან უკანონოდ გადაირიცხებოდა დიდი ოდენობით თანხები.

 

 

თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ, განზრახვის შესაბამისად, 2013 წლის 31 მარტიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ანგარიშიდან ზემომითითებულ, მათ კონტროლირებად ანგარიშებზე, თითქოსდა წყალმომარაგების კომპანიისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, საერთო ჯამში - 2 227 887 ლარი უკანონოდ გადარიცხეს და მიითვისეს.

 

 

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ 2013-2014 წლების პერიოდში თამარ ფხოველიშვილმა და ზურაბ ნუცუბიძემ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით შეიძინეს ორი ძვირადღირებული ავტომანქანა და ბინა, რომელიც გამოძიებამ დააყადაღა.

 

 

2015 წლის 13 თებერვალს ზურაბ ნუცუბიძე დააკავეს, 2015 წლის 15 თებერვალს მას წარედგინა ბრალდება, ხოლო თამარ ფხოველიშვილს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გამოძიების მიერ მიღებულია ყველა შესაძლო ზომა თამარ ფხოველიშვილის ადგილსამყოფელის დასადგენად, ასევე, გამოძიება გრძელდება დანაშაულის სხვა შესაძლო თანამონაწილე პირთა გამოსავლენად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი