ნარიჟკინთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით რუსეთის ფედერაციასთან, - განაცხადა "დემოკრატიული მორძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, არის იმის გარანტი, რომ ქვეყანა განვითარდეს სწორად, ქვეყანაში მოგვარდეს ეკონომიკური პრობლემები. ნარიშკინთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად სრულყოფილად გაიხსნას რუსეთის ბაზარი საქართველოს პროდუქციისათვის. აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობა სარგებლობდეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის იმ საკითხების ნუსხა, რომელიც ჩვენ გავიარეთ.
მე ვპირდები საქართველოს მოსახელობას, რომ სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ანუ როცა შემოხაზავენ ნომერ სამს და ჩვენ მოვხვდებით საქართველოს პარლამენტში, ისე როგორც ეს სჭირდება გუნდს, რომელმაც პრინციპული ცვლილებები უნდა განახორციელოს ქვეყნის გადასარჩენად, ბუნებრივია, მე წავმართავ ძალიან ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს და შევძლებ კიდეც იმ პრობლემების მოგვარება დაიწყოს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის და თითოეული მოქალაქისთვის“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ერთდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.