გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე კოჯორში აღინიშნა
18-08-2016, 08:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებთან ერთად სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრნენ, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

 

 

სასწავლო ცენტრში სერჟანტთა ძირითადი სასწავლო და ოცეულის სერჟანტის კურსები დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალით დასრულდა.

 

 

სერჟანტებს კურსის დამამთავრებელი სპეციალური სერტიფიკატები პირადად თავდაცვის მინსტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა გადასცეს.

 

 

„დღეს კონკრეტული მიზეზით შევიკრიბეთ. დღეს გმირი გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. სერჟანტის რომელმაც ისტორია შექმნა. გიორგიმ აგვისტოს ომში სიმამაცით, ერთგულებით, საკუთარი ქვეყნის სიყვარულით მოწინააღმდეგის გაუგონარ სისასტიკეს ისეთი შეუდრეკელი და მტკიცე სული დაახვედრა, რომ თავად მტერიც გააოცა. 24 წლის ვაჟკაცმა სამშობლოს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დაუთმო. დღეს გიორგიმ თითოეული ქართველის გმირობის ისტორია ხელახლა გააცოცხლა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენც შეგვიძლია, ჩვენც გვევალება ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული სიკვდილი.

 

 

დღეს თქვენ ასრულებთ სერჟანტთა მომზადების კურსს, ჯარისკაცობა ქვეყნის ერთგულების ფიცია, გმირობისთვის მზაობაა, რისი მაგალითიც გიორგიმ გვიჩვენა. დღეს თქვენთვის ახალი გზა იწყება, ის გზა რომელიც გასავლელი დაგიტოვათ გიორგიმ. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის სახელს, ღირსეულად ატარებთ გიორგი ანწუხელიძის სახელს. მინდა თქვენთან ერთად პატივი მივაგო გიორგის ხსოვნას, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენი გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, ჩვენ მისით ვართ მტკიცენი და შეუდრეკელნი “, - განაცხადა თავდაცვის მინსტრმა, ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსები სერჟანტთა მომზადების ცენტრის ბაზაზე, დაბა კოჯორში მიმდინარეობდა და მასში 97 სამხედრო მოსამსხურე მონაწილეობდა. სასწავლო კურსების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა მომზადება ტაქტიკურ დავალებებში, ოპერატიული ბრძანების დამუშავება და გაცემაში, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებში, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებაში და სხვადასხვა ქვეითთა ვარჯიშებში გაიარეს.

 

 

მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპა. უფროსი სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. გიორგი ანწუხელიძეს 32 წელი შეუსრულდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი