„ცენტრ პოინტი“ მუშაობას წყვეტს, - აცხადებს „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის მეუღლე, ვახტანგ რჩეულიშვილი.
როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო, „ცენტრ პოინტს“ არ გააჩნია არავითარი სახსრები იმისთვის, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადოს, ან დაზარალებულებს კომპენსაციები მისცეს და მშენებლობები გააგრძელოს.
მისივე განმარტებით, კომპანიის მუშაობის შეჩერება დროებითია და ფუნქციონირებას სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.