ძალიან მომგებიანია „ცენტრ-პოინტის“ ქონება დღეს - ამ ქონებაზე მიშა სააკაშვილის დროსაც დედა გვიტირეს, წაგვგლიჯეს და წაგვართვეს და ახლაც იგივეს გვიკეთებენ, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
რჩეულიშვილმა გაუგებარი უწოდა მაია და გუკა რჩეულიშვილების პატიმრობაში დატოვების შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას იმ ფონზე, როდესაც მაია რჩეულიშვილისთვის გირაოს შეფარდებას კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ინვესტორები ითხოვდნენ და სასამართლოს სოლიდურ თანხასაც სთავაზობდნენ.
„ამ დროს ინვესტორები გვთხოვენ შემოსვლას – მიგვიშვით და ერთადერთი, მხოლოდ მაია გამოუშვითო, რადგან მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ინვესტიციების განხორციელებაო, გირაოს გადახდასაც თავად ითხოვენ და სთავაზობენ, მაგრამ ეს არის სახელმწიფო, რომელსაც თუ ინვესტორი თავისი ბიძაშვილი და ნათესავი არაა, არაფერი აინტერესებს. არჩევნებამდე, ალბათ, ახალს არაფერს აღარ უნდა ველოდოთ. კომპანია იკეტება. როგორ ვიმუშაოთ, „კაპიკი“ ვერ შემოდის, ხელმოწერის უფლება არავის აქვს და ამდენი ადამიანის საქმე დაღუპულია პრაქტიკულად. ხელფასს ვერ გავცემთ, არჩევნების შემდგომ ვნახოთ, არ ვიცი“, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.