"თვითგანადგურების რეჟიმში ვცხოვრობთ"! (ამასწინათ, თბილისში ასწლოვანი ხეები მოჭრეს...)
18-08-2016, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25 წელია, რაც "თვითგანადგურების რეჟიმში" იმყოფება საქართველო და ქართველი ხალხი! დიახ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში, ნაცვლად იმისა, რომ აღმშენებლობა დაგვეწყო და ქვეყნის განვითარების ეტაპები დაგვესხა, მივიღეთ საპირისპირო რეალობა და ავადსახსენებელი სსრკ-ს დროს, ქართველი ხალხის მიერ მონური შრომით შექმნილი და დაგროვილი "საერთო-სახალხო" ქონების დატაცება-განიავება! ეს ეხება ყველას და ყველაფერს, დაწყებული ბუნებრივი რესურსებიდან და საფინანსო-ეკონომიკური სიმძლავრეებიდან, დამთავრებული ადამიანური რესურსებით! "თვითგანადგურებაა", აბა სხვა რა ჰქვია იმას, - როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას იწყებ სამხედრო გადატრიალებით და სამოქალაქო ომით, ეთნიკური კონფლიქტების გამო ტერიტორიების 20% კარგავ, არსებული პოლიტიკური სისტემის მდგრადობა მყიფეა და მოჩვენებითი, რომელიც "ერთი ლიდერის" ნება-სურვილის მიხედვით იცვლება, სასამართლო სისტემა გაუმართავი და პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული, მოსახლეობის მილიონ ნახევარზე მეტი ტოვებს ქვეყანას, სამრეწველო-ინდუსტრიალური პოტენციალი ნულამდე ეცემა, დარჩენილი მოსახლეობის 70% სიღარიბეს ებრძვის, აქედან 50% ღატაკია, დემოგრაფიული მაჩვენებელი უიმედო საშიშ ნიშნულზეა, აგრარული სექტორი დაუცველი, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს და მოძალებული ექსპორტული პროდუქციის ქვეშ გმინავს, ახალგაზრდობის დიდი უმრავლესობა დაუსაქმებელი და უცხოეთში წასვლაზე მეოცნებე და სხვა ბევრი პრობლემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ - ამ 25 წლის მანძილზე საქართველო "თვითგანადგურების" რეჟიმში განაგრძობს არსებობას!..

 

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი