დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია
18-08-2016, 09:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ყაზბეგის N22-ში ხეების ჭრის პროცესი შეჩერებულია.

 

 

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოჭრილი ხეების ვიზუალური დათვალიერებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დადგა შპს „ფორესთ კომპანის“ მიერ გაცემული დასკვნის ობიექტურობა.

 

 

„შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქმის მასალების საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნის თაობაზე.

 

 

ამასთან, ვავრცელებთ შპს „ფორესთ კომპანის“ დასკვნას და ამავე დასკვნის საფუძველზე თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვას, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გამწვანების სამსახურის მიერ თანხმობა გაიცა მხოლოდ ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადი ხეების მოჭრაზე.

 

 

ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ შპს “ორბი ჯგუფი თბილისისთვის” გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე უნდა შენარჩუნდეს 18 ძირი საღი კვიპაროსი, 5 ძირი ხე კი აგროტექნიკური ღონისძიებების სრული დაცვით გადაირგოს მიმდებარედ, ისე, რომ არ დაირღვეს მათი სასიცოცხლო ფუნქცია.

 

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, შპს “ფორესთ კომპანის” დასკვნის თანახმად, ყაზბეგის N22-ში 68 ხიდან 45 ხე ხანდაზმული, დაავადებული და ხმობადია, სწორედ აღნიშნული დასკვნის მიხედვით მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა ნებართვა 45 ხის მოჭრის თაობაზე.

 

 

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი პროექტის მშენებლობას, დაგეგმილია 150 მილიონიანი უცხოური ინვესტიციის განხორციელება სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2000 მუდმივი სამუშაო ადგილის შექმნა, ამავე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის განვითარება.

 

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა და განხორციელებაა, შესაბამისად, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვითა და მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, თბილისის მერია ახლაც და მომავალშიც ხელს შეუწყობს ურბანიზაციას, ქალაქის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

 

 

თბილისის მერია საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კონკრეტულად ყაზბეგის N 22-ში და სხვა მსგავსი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

 

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ ახალი გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, რომელიც არის ძალიან სერიოზული და მასშტაბური პროექტი და რომელშიც 200-მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მოწვეული ექსპერტია ჩართული, მერიამ შეაჩერა ე.წ. კ-2 კოეფიციენტით - ანუ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი თბილისის ცენტრში.

 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების აქტიურობა მხოლოდ თბილისის მოსახლეობისა და ქალაქის მომავალი განვითარებისთვის სასიკეთო შედეგებზე იქნება ორიენტირებული”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი