ბაჩუკი ქარდავა: დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება აუცილებელიც კია
18-08-2016, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გააქტიურებული რუსული პროპაგანდის ფონზე მიმაჩნია, რომ დიდი პროდასავლური ერთობის გაკეთება, დღეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელიც კია, - აღნიშნული განცხადება "რუსთავი 2"-თან საუბრისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშაძე-ჯაფარიძე-კაციტაძის საარჩევნო ბლოკმა პაატა ბურჭულაძის პარტიას მათ ალიანსში გაწევრიანება შესთავაზა.

 

 

"თუ ასეთი გაერთიანების შექმნის რეალური შანსი იქნება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ამ იდეის მომხრე ყოველთვის იყო, მხარს დაუჭერს და მზად არის, ჩაერთოს აქტიურად. გარკვეული მუშაობები, მიუხედავად იმისა რომ არჩევნებამდე სულ რაღაც ორი თვე რჩება, სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, კვლავ გრძელდება. სამწუხაროდ, დრო ძალიან მცირეა დარჩენილი, მაგრამ შანსი იმისა, რომ ასეთი ერთობა შედგება, ჯერ კიდევ არსებობს იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, რომ უნდა შედგეს". - განაცხადა ქარდავამ.

 

 

”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, ”გირჩის”, ”ახალი მემარჯვენეების” და ”ახალი საქართველოს” ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანების შესახებ განცხადებები პარტიების ლიდერებმა ცოტა ხნის წინათ გააკეთეს.

 


პაატა ბურჭულაძის თქმით, დღეს შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა ”პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი