გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს შეხვდა
18-08-2016, 10:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალია“ ფარგლებში, ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 


"მიეცი ხმა, ეს შენი მომავალია, არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე."- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბაკურიანის სკოლის მონაწილეებს.

 


გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე და მესამე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, მადლობა გადაუხადა მათ კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 


პრეზიდენტის განცხადებით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება.

 


" დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს ამომრჩეველთა აქტიურობის გარეშე და მადლობა თქვენ, რომ ეს შეაგრძნობინეთ ამომრჩევლებს, თითოეულმა ამომრჩეველმა, რაოდენ იმედგაცრუებულიც არ უნდა იყოს, თქვენს გამო, საკუთარი შვილების გამო, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და მივიდეს არჩევნებზე"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 


„შენი ხმა ჩვენი მომავალია“ კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 10 რეგიონში მიმდინარეობს.

 


" შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში საზაფხულო სკოლების გარდა, საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის კონკურსიც იმართება, რომელიც 1 სექტემბრამდე ვიდეოების დამზადებას ითვალისწინებს საარჩევნო აქტივობის თემაზე, კონკურსი სამ ეტაპად ტარდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი