შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, არსებული საჭიროებები და გამოწვევები, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს შედგა პროექტის – „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის კოორდინაციის გაუმჯობესება“ – ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. პროექტის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლმა ნილს სკოტმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება 2014 წლის ბოლოს გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უწყებების ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის სფეროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.