ლევან იზორია სამხედროების ძებნა-გადარჩენის ოპერაციაში, თურქული ხომალდის ეკიპაჟთან ერთად ჩაერთვება
19-08-2016, 01:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს გონიოში დაბრუნდება და თურქეთის სასაზღვრო ძალების ხომალდის ეკიპაჟთან ერთად, ძებნა- გადარჩენის ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე მინისტრი ადგილზე მობილიზებულ პირად შემადგენლობასთან მორიგ ოპერატიულ თათბირს ჩაატარებს და სამუშაოების მიმდინარეობისა და გამოძიების დამატებით დეტალებს გაეცნობა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლევან იზორია ადგილზე დახვდება თურქულ ხომალდს და ეკიპაჟისგან სამოქმედო გეგმას მოისმენს, რის შემდეგაც მათთან ერთად გავა ზღვაში და სამძებრო ღონისძიებაში უკვე პირადად ჩაერთვება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკვე შემოსულია და ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებს თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა 9 კაციანი ეკიპაჟით. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, პირველივე დღიდან ჩართული იყო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, ევროპული სარდლობის კუთვნილი საფრენი აპარატები. ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად ძებნის ოპერაციას ატარებს სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი.

 

 

შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი