თურქეთს სურს 2023 წლისთვის, თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნების მე–100 წლისთავზე, ევროკავშირის წევრი გახდეს
19-08-2016, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთს სურს 2023 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. აღნიშნული განცხადება ევროკავშირში თურქეთის ელჩმა გერმანულ გაზეთთან გააკეთა მას შემდეგ, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ ანკარას ხანგრძლივი და რთული გზის გავლა მოუწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

 

 

ევროკავშირში თურქეთის ელჩმა გერმანულ გაზეთთან საუბრისას თქვა, რომ ანკარას მიზანია გახდეს ევროკავშირის წევრი თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნების მე–100 წლისთავზე.

 

 

"თურქეთის მთავრობას სურს შეუერთდეს ევროკავშირს 2023 წლისთვის", – განუცხადა სელიმ იენელმა "დი ველტს"–ს ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. "ეს იქნებოდა ჩემი ქვეყნისთვის კულმინაციის წერტილი, რომ ამ დროისთვის ვიყოთ წევრი".

 

 

თუმცა გერმანიის მთავრობის წევრმა, ევროპული საქმეების მინისტრმა, მაიკლ როტმა თქვა, რომ თურქეთი ხანგრძლივად სავალ და ციცაბო ბილიკს ადგას თვით იმ მიმართულებითაც კი რასაც უვიზო მიმოსვლის მოპოვება ჰქვია, არათუ ევროკავშირის სრული წევრობაა.

 

 

როტმა "როიტერსს" განუცხადა, რომ დასაწყისიდანვე ნათელი იყო, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის მიგრანტების საკითხზე მიღწეული შეთანხმება მოითხოვდა 72–პუნქტიანი გეგმის შესრულებას მანამ, სანამ თურქეთს უვიზო მიმოსვლა მიეცემოდა.

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა კი 9 აგვისტოს განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ევროპელი ლიდერები ამგვარ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანკარამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.

 

 

როგორც შტაინმაიერმა გამოცემა "ბილდს" განუცხადა, თურქებისთვის ევროკავშირის ბლოკში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება განხილული, რაც "ასოცირებული პირობები დაკმაყოფილდება, ამჟამად კი ეს საკითხი არ განიხილება".

 

 

მარტში თუქეთმა და ევროკავშირმა დადეს შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ანკარა ევროპაში დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლას ალაგმავდა. გეგმის თანახმად, თურქეთი დათანხმდა საბერძნეთში ჩასული იმ სირიელი მიგრანტების უკან დაბრუნებას, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ. ამის სანაცვლოდ კი, ანკარას დაჰპირდნენ ფინანსურ კომპენსაციას, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დაჩქარებულ მოლაპარაკებებს, და უვიზო რეჟიმის დაწესებას.

 

 

თურქეთმა შეთანხმების თანახმად, 72–პუნქტიანი პირობები უნდა შეასრულოს, მათ შორის ანტი–ტერორისტული კანონების რეფორმები, რომელიც ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენიციის დარღვევად არის მიჩნეული. ევროპელი ლიდერები ასევე შეწუხებულნი არიან თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების მასშტაბებით – წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ეჭვმიტანილი დისიდენტების დაპატიმრებებით.

 

 

როგორც "დოიჩე ველე" წერს, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მასობრივი წმენდისას, სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან დაახლოებით 19 000 ადამიანი დააპატიმრეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი