პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს "უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვის რეგისტრაციაში გატარების საკითხს განიხილავს
19-08-2016, 02:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს "უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვის რეგისტრაციაში გატარების საკითხს განიხილავს.

 

 

პარლამენტის ბიურომ ”უბლოკო სტატუსის” შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რეგისტრაციის მიზნით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადასცა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა, ეს არის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში გარკვეული პროცედურების გავლას საჭიროებს. 

 

 

საინიციატივო ჯგუფი 10 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: - ნინო ბურჯანაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვები.

 

 

ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციისთვის შემდეგი პუნქტის დამატებას ითხოვენ:

 

 

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთების განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში".

 

 

აღნიშნული საკონსტიტუციო პროექტის საპირისპიროდ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა კოლეგებს შესთავაზა საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლიც მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს ქართველი ხალხის ნება, ქვეყანამ დაიმკვიდროს სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი