ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ოქროს მედლისთვის 170 000 ლარით დაჯილდოვდება, ვერცხლის მედალოსანი 102 000 ლარს მიიღებს, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი - 68 000 ლარს. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის 21 ივლისის სხდომაზე მიღებული დადგენილება ითვალისწინებს.
დადგენილების მიხედვით, ქართველმა სპორტსმენებმა 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდური პრემიალური თანხები (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღეს.
ამ დროისთვის, რიოს მიმდინარე ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა ასეთი შედეგი აჩვენეს: ოქრო - ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ვერცხლი - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), ბრინჯაო - ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა).
კომპანია ”სვეტისგან” ლაშა ტალახაძეს, ირაკლი თურმანიძესა და შმაგი ბოლქვაძეს საჩუქრად ბათუმში ბინა გადაეცათ. ტალახაძეს აღნიშნული საჩუქარი ოქროს მოპოვების შემდეგ გადაეცა, თურმანიძეს და ბოლქვაძეს კი ოლიმპიადამდე, როგორც აჭარელ ლიცენზიანტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.